სასწავლო პროექტი


გაზაფხული


პროექტის მთავარი იდეა: როგორ ზეიმობს გაზაფხულის მობრძანებას ბუნება.

პროექტის აქტივობა: მიიღებენ პრაქტიკულ ცოდნას. დააკვირდებიან გაზაფხულის ბუნებას და საგაზაფხულო სამუშაოებს.

პროექტის მიზნები:  გაზაფხულის ბუნებაზე დაკვირვება და წელიწადის სხვა დროებთან  შედარება.



მოსწავლეთა  ასაკი:  10  წელი.

ვადების  ხანგრძლივობა:  2 კვირა.

საჭირო  ძირითადი რესურსი:  ფერადი ქაღალდები,  ფერადი ფანქრები, თაბახის  ფურცლები, წებო,  კომპიუტერი,  ინტერნეტი.



მოსალოდნელი  შედებები:  დააკვირდებიან  ბუნების სახეცვლილებებს,  საგაზაფხულო სამუშაოებს. განუმტკიცდებათ ცოდნა  წელიწადის  ამ  დროზე.

პროექტის  მსვლელობა:
აქტივობა I თემის  გაცნობა.
აქტივობა II  პროექტის  გეგმის  შემუშავება.
აქტივობა III   გაზაფხულის  მახარობელი  ყვავილების  შეგროვება.
ფერადი ქაღალდებისაგან  და  ბუნებრივი  მასალებისაგან აპლიკაციის  დამზადება.


ისმება  კითხვები:
  • რომელი  ფერები  სჭარბობს  გაზაფხულზე?
  • რომელმა  ყვავილებმა  გვამცნო  გაზაფხულის მობრძანება?
  • რით  განსხვავდება გაზაფხული  წელიწადის სხვა  დროებისაგან?
  • წელიწადის  რომელ  დროს  მოსდევს  გაზაფხული? 
  • რატომ  ბრუნდებიან   ფრინველები  გაზაფხულზე  საქართველოში? 
ვიყენებ  კომპიუტერს.  ვაჩვენებ  გაზაფხულის  ამსახველ სურათებს.
აქტივობა IV გაზაფხულის ზეიმის  მოწყობა  კლასში. ‘’ტურფა  გაზაფხული  მოდის’’
აქტივობა  V ექსკურსია  ბუნებაში.
აქტივობა VI  ბუნებაში გასეირნების  შემდეგ  ერთმანეთს  უზიარებენ  შთაბეჭდილებას. აკეთებენ  ნახატებს.



საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ესგ. კავშირი:  ქართული,  ხელოვნება.

ქართ.  IV  2 მოსწავლეს  შეუძლია  გამოხატოს  საკუთარი  დამოკიდებულება  მხატვრული ნაწარმოების  მიმართ.
შედეგი  თვალსაჩინოა,  თუ  მოსწავლე:
·         მონაწილეობს  მხატვრული  ნაწარმოების  შესახებ  გამართულ  დისკუსიაში.
·         მონაწილეობს  სასკოლო  ზეიმში.
·         გამოხატავს  საკუთარ  ემოციებს  განცდებს  და  ცდილობს  მათ  ახსნას.

ს.  გ. IV 6.მოსწავლეს  შეუძლია   ითანამშრომლოს  სხვებთან  როგორც  საკუთარი,  ისე
საერთო  მიზნის  მისაღწევად.
შედეგი  თვალსაჩინოა,  თუ  მოსწავლე: 
  • მონაწილეობს  გუნდურ  სამუშაოში  ერთობლივი  გადაწყვეტილების  მიღებაში,  ფუნქციების  განაწილებაში. 
  • იჩენს  სხვებთან  თანამშრომლობის  ინიციატივას  და ხალისით  ეხმარება  თანაკლასელებს.

პროექტის  ხელმძღვანელი:  ინეზა  ლომაძე.

ხელმძღვანელის  ელ–ფოსტა: inezalomadze@gmail.com

No comments:

Post a Comment